სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე  საფუძველი ჩაეყარა. კომპლექსის შემადგენლობაში იქნება სასტუმრო და სამორინე. ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ნაგებობაც.

მშენებლობისთვის კომპანია “Crystal building”- ი 200 მილიონი ლარის  ინვესტიციას  ახორციელებს.  ქობულეთში აღნიშნული ტერიტორია აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის წესით მილიონ 648 ათას ლარად რამდენიმე კვირის წინ გაასხვისა.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები