სასტუმრო “ლეოგრანდში” დაღუპულები ხულოში გაიხსენეს

სასტუმრო “ლეოგრანდში” დაღუპულები ხულოში გაიხსენეს. ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ლექსები წაიკითხეს, ტელეეთერებში გასული ვიდეოები აჩვენეს და სანთლები დაანთეს.

საღამოს დაღუპულების ახლობლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათგან 4 ხულოდან იყო.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები