სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა

“სამწუხაროდ, ხანძრის გამო ოთხი ადამიანია გარდაცვლილი. მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია” – ამის შესახებ ბათუმი მერმა ლაშა კომახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სასტუმროში ასევე იმყოფებოდნენ ქართველი მოდელები.  სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელის ია კიწმარიშვილის ინფორმაციით, ისინი “მის საქართველო 2017”-ისთვის ემზადებობდენ.

კიწმარიშვილის განმარტებით, მოდელებმა დიდი დაკვამლიანების გამო, შენობიდან ევაკუაცია მოითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა.

ცნობისთვის, დაახლოებით ერთ საათზე მეტია ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი  გაჩდა.

როგორც “აიპრესს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, “საკმაოდ დიდი დაკვამლიანებაა, ადგილზე იმყოფება 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 60-მდე მეხანძრე. ამ დრომდე ვინმეს დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა”, – აცხადებენ სააგენტოში.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები