სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახეს მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესის დაწყებამდე

მერაბ ღოღობერიძის სასამართლოს დაწყებამდე, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. მოსამართლე დავით მამაისეიშვილის თქმით, ბრალდებულმა ღოღობერიძემ სასწრაფოს გამოძახება ითხოვა.

სასამართლო პროცესი მას შემდეგ განახლდება, რაც ღოღობერიძეს სამედიცინო დახმარება გაუწევენ – აცხადებს მოსამართლე.

დღეს 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბალდებულების, ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი 12 საათისთვის იყო ჩანიშნული. შესვენების შემდეგ სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი გაგრძელდება და დაიკითხებიან ბრალდების მხარის 6 მოწმე.

ადვოკატი პაატა შავაძე ამბობს, რომ შესაძლოა დღევანდელ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა დააყენოს აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე.

დაესწრება თუ არ სხდომას მერაბ ღოღობერიძე ადვოკატმა ზუსტად არ იცის, რადგან მისი თქმით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები