საუკეთესო სპორტსმენებისა და მწვრთლების დაჯილდოება

სასტუმრო ,,ჰილტონში” 2017 წლის საუკეთესო წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ფულადი ჯილდოები გადაეცათ ბათუმის მუნიციპალური კლუბების მაღალი სპორტული მიღწევების მქონე სპორტსმენებსა და მწვრთნელებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რეგიონისა თუ ქვეყნის პოპულარიზაციაში.
ბათუმის მერიის მიერ 18 წარმატებულ სპორტსმენი და კლუბი დაჯილდოვდა. მათ შორის, საჭადრაკო კლუბი ,,ნონა” და სარაგბო კლუბი ,,ბათუმი”. ღონისძიებას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაესწრო.

წყარო:”ლაშა კომახიძე / Lasha Komakhidze”

სხვა ვიდეოები