სავაჭრო ჯიხურებითა და დახლებით შეზღუდული საფეხმავლო ბილიკები – წერეთლის ქუჩა

სავაჭრო ჯიხურებითა და დახლებით შეზღუდული საფეხმავლო ბილიკები – წერეთლის ქუჩის მცხოვრებლები უკვე წლებია აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობენ. ბათუმის მერიას კი საკითხის მოგვარებას სთხოვენ. ამბობენ, რომ ქუჩაზე ანტისანიტარიაა, გადაადგილება შეუძლებელია და დღის განმავლობაში აუტანელი ხმაურია.
როგორ აპირებს ქალაქის თვითმმართველობა აღნიშნული პრობლემის მოგვარებას?
მერიაში აცხადებენ, რომ “ქალაქში არსებული უკანონო გარე ვაჭრობის აღკვეთისა და უნებართვოდ განთავსებული უსახური ნაგებობების დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. სანაცვლოდ გარე მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ თავიანთი საქმიანობა კეთილმოწყობილ და სათანადოდ აღჭურვილ სავაჭრო ადგილებზე განაგრძონ”.
საუბარია ალტერნატიულ ფართზე, რომელიც გოგოლის #1-ში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზეა გამოყოფილი.
გარემოვაჭრეები, მოსახლეობის პრეტენზიებს პრეტენზიებითვე პასუხობენ. ამბობენ, რომ ადგილმონაცვლეობის შემთხვევაში ისინი შემოსავლის ერთადერთ წყაროსაც დაკარგავენ.
ბათუმის მერიის წარმომადგენლის განცხადებით, გზის სავალი ნაწილის შეზღუდვისთვის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამართალდარღვევის ოქმი იწერება, რომელიც სასამართლოში განსახილველად იგზავნება. ასევე სისტემატურად ხორციელდება გარემოვაჭრეების სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილებები.
როდის დაიწყება წერეთლის ქუჩაზე გარევაჭრობის აკრძალვა – ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები