სხეფის საჯარო სკოლის პედაგოგს დისციპლინურმა კომისიამ საყვედური გამოუცხადა

სხეფის საჯარო სკოლის პედაგოგს დისციპლინურმა კომისიამ საყვედური გამოუცხადა.  კომისია გუშინ დღის მეორე ნახევარში შეიკრიბა. კომისიის გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, ამ ეტაპზე კვლავ უცნობია საიდან მოხვდა ბავშვების ხელში დროშები. შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში განმარტავენ, რომ ამ მიზეზის გათვალისწინებით, მასწავლებლის მიმართ მხოლოდ საყვედურით  შემოიფარგლნენ. აქ აცხადებენ, რომ დროშები სავარაუდოდ ბავშვებმა ერთმანეთს გადასცეს. როგორ აფასებენ დისციპლინური  კომისიის გადაწყვეტილებას თავად პედაგოგი მარინა დარჩიძე და სკოლის დირექტორი, ამის გარკვევას ჩვენ ამ დრომდე ვცდილობთ. სკოლაში იმყოფებოდა ჩვენი გადამღები ჯგუფი, თუმცა ისინი იქ არ იმყოფებოდნენ. სატელეფონო ზარებს კი არ პასუხობენ.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები