საზღვაო ჰოსპიტალის მეოთხე სართულზე, ლიფტის შახტაში ქალი ჩავარდა

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში თანამშრომელი ლიფტში ჩავარდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და იგი კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კლინიკის მეოთხე სართულზე ლიფტი დამლაგებელმა ქალმა გამოიძახა, თუმცა კარის გახსნის შემდეგ მას ლიფტის კაბინა არ დახვდა. ქალმა ეს ვერ შენიშნა და ლიფტში შევიდა. დაშავებული 45 წლის ქალი კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

საზღვაო ჰოსპიტლის და კლინიკა „მედინას“ დირექტორებმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ინფორმაცია დაგვიდასტურა საზღვაო ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორმა თამარ ქაჩლიშვილმა. მისი თქმით, იგი ადგილზე არ იმყოფებოდა და დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს. თამარ ქაჩლიშვილის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვაო ჰოსპიტალში მომხდარ შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 124-ე მუხლის შესაბამისად, რაც გაუფრთხილებლობით ჩადენილ ჯანმრთელობის ნაკლებად, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები