სემინარი-,,თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში პროექტის ,,თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით“ ფარგლებში სემინარი ჩატარდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისათვის.
პროექტი ,,თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
“ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები