შარაბიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის ტერიტორია ადგილობრივებმა დაასუფთავეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყოველკვირეულად დასუფთავების აქციების ჩატარება გრძელდება. დღეს ახლადარჩეული მაჟორიტარი დეპუტატის – დავით სამნიძის ინიციატივით შარაბიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის ტერიტორია ადგილობრივებმა დაასუფთავეს.
აქტივობის მიზანი ხელვაჩაურის ყველა სოფლის მოწესრიგება, ტურისტებისთვის მიმზიდეველი გარემოს შექმნა და მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა.
დასუფთავების აქცია სოფელში მერის წარმომადგენლის ორგანიზებით გაიმართა.

წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები