შავნაბადას მთაზე ბათუმიდან კი დამატებით ორი სახანძრო ჯგუფი მიემართება

ხულოში შავნაბადას მთაზე ხანძრის კერები განახლდა. ადგილზე უკვე იმყოფება სახანძრო სამაშველო ბრიგადა, ბათუმიდან კი დამატებით ორი სახანძრო ჯგუფი მიემართება.

აჭარის მთავრობოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ამდროისთვის მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ზურაბ პატარაძის განმარტებით, სიტუაციის შესწავლის შემდეგ, დროულად მოხდება ხანძრის ლოკალიზება.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები