შეარჩიეს თუ არა საარჩევნო ოლქში წარმომადგენლები პარტიული ნიშნით?

დანიშნა თუ არა 79-ე საოლქო საარჩევნო  კომისიამ უბანზე წარმომადგენლები პარტიული ნიშნით? – ” ნაციონალურ მოძრაობაში” ირწმუნებიან, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონი დაარღვია და ” ქართული ოცნების” 5 აქტივისტი დაასაქმა. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ დაფიქსირდა პროცედურული დარღვევებიც, რომ უბნის წარმომადგენლებს დოკუმენტაციაც კი არ წარუდგენიათ.

კანონდარღვევის ფაქტს უარყოფენ 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. იურისტის განმარტებით, საუბნო კომისიებში წარმომადგენლები პოლიტიკურად ნეიტრალური პერსონები არიან. რაც შეეხება შერჩევისას დოკუმენტაციის წარდგენას, ზვიად სურმანიძის განცხადებით, პროცედურულად საარჩევნო სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ არის.” ქართულ ოცნებაში ” ბრალდებას უარყოფენ და ოპოზიციას ურჩევენ სასამართლოს მიმართონ.

სხვა ვიდეოები