შეჩერებული სააღმზრდელო პროცესი

ქედის სკოლამდელი აღზრდის ორ დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. მიზეზი, სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ წონიარისისსაბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება. სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ზუნდაგის საბავშვო ბაღშიც.

რეაბილიტაციის პროექტი ორ წლიანია და ამიტომაც მოსწავლეები მახუნცეთისნამლისევისა და დოლოგნის საბავშვო ბაღებში გადაანაწილეს. ზუნდაგის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 791 ათას 270 ლარია გამოყოფილი. მას ტენდერში გამარჯვებული ფირმა “ინტერ პლიუსი” ახორციელებს. ქედის მუნიციპალიტეტში სულ 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა.

სხვა ვიდეოები