შეფერხება ბათუმი – ქობულეთის გზაზე

შეფერხება ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე. თითქმის ერთი საათის განმავლობაში ავტომობილებით გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, მანქანების სიმრავლის გამო საცობი შეიქმნა შემოვლით გზაზეც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეფერხება ტრაილერმა გამოიწვია, რომელსაც გზაზე საწვავი გაუთავდა. ამ დროისთვის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდული არ არის.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები