შეღავათები მიწის რეგისტრაციისთვის

ქედის მერია მიწების რეგისტრაციისთვის შეღავათებს დააწესებს.  მუნიციპალიტეტის  მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, მერია მოსახლეობასთან და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებს მიწების მარტივად რეგისტრაციაში დაეხმარება. გარდა ამისა მოხდება საცხოვრებელი სახლების რეგისტრაცია, ვინაიდან, როგორც მერი განმარტავს, გაზიფიკაციის დასრულების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებული არაა ოჯახი აბონენტად ვერ აღირიცხება.

სამეურნეო ნაკვეთების  რეგისტრაცია უფასო იქნება, ხოლო ფასიანი საცხოვრებელი სახლების რეგისტრაცია, თუმცა სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეღავათი გაეწევათ. ლევან გორგილაძის ინფორმაციით, მიწების რეგისტრაცია სრულად 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. მისივე თქმით, ქედაში მიწები მოსახლეობის 15 %-ს აქვს დარეგისტრირებული.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები