შეხვედრა ჩანჩხალოს მოსახლეობასთან

„ქართული ოცნება – დემოკრატული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ წინასაარჩევნო შეხვედრა ჩანჩხალოს მოსახლეობასთან გამართა. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მომავალი ოთხი წლის გეგმებზე ესაუბრა. ფრიდონ ფუტკარაძემ ადგილობრივებისგან სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციაც მოისმინა და გამარჯვების შემთხევაში, აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა. შეხვედრის დასასრულს, მერობის კანდიდატმა ადგილობრივების კითხვებს უპასუხა.

წყარო: “ფრიდონ ფუტკარაძის მხარდამჭერები

სხვა ვიდეოები