შეხვედრა ჩიქუნეთის, ქოქოლეთისა და ვაკეს ამომრჩევლებთან

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე მაჟორიტარობის კანდიდატ მალხაზ სალვარიძესთან ერთად ჩიქუნეთის, ქოქოლეთისა და ვაკეს ამომრჩევლებს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამა ამომრჩევლებს გააცნო და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. ადგილობრივებმა მოსაცდელების მოწყობა და გარე განათების დამონტაჟება მოითხოვეს.
მერობის კანდიდატმა შეხვედრისას მაღალმთიანი კანონის ფარგლებში მოსახლეობისთვის არსებული შეღავათების შესახებ ისაუბრა. ამ დროსითვის არსებული ინფრომაციით, 186 მოქალაქეს უკვე სტატუსი მიენიჭებული აქვს.
მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახელის ხეობის 9 სოფელს ( ქედქედი, სინდიეთი, აჭარისაღმართი, სკურდიდი, ცხემლარა, ჩიქუნეთი, ქოქოლეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ზედა ჩხუტუნეთი) მაღალმთიანის სტატუსის მიენიჭა.
ჯუმბერ ვარდმანიძე მოსახლეობას შეხვედრაზე დასახელებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ადგილობრივებთან შეხვედრებს ყოველდღიურად მართავს.

წყარო:”ჯუმბერ ვარდმანიძე”

 

სხვა ვიდეოები