შეხვედრა ჟურნალისტებთან

დემოკრატიის ინსტიტუტის ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრები აჭარის ტელევიზიისა და ჟურნალ “ბათუმელების” ჟურნალისტებს შეხვდნენ. შეხვედრა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტის: ” სიტყვის თავისუფლების მხარდაჭრა აჭარაში” ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანია აჭარის ა.რ.-ში სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების ხარისხის გაზრდისათვის ხელშეწყობა, რეგიონში მოქმედი ჟურნალისტებისათვის სამართლებრივი უზრუნველყოფის სერვისი შეიქმნა, მათი უფლებების დაცვა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; ა(ა)იპ ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ა(ა)იპ დემოკრატიის ინსტიტუტისა და DVV International-ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

წყარო: “AEC Keda-ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი”

სხვა ვიდეოები