შეხვედრა მოქალაქეებთან

ლევან გორგილაძემ მერის ამპლუაში დღეს პირველი მოქალაქეთა მიღება გამართა. ძირითადად ეკომიგრანტთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებით სულ 14 მოქალაქე დარეგისტრირდა, რომელთაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
მოქალაქეთა მიღებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ესწრებოდა.
მომდევნო მიღებას მერი სამშაბათს, 11 საათზე რწმუნებულებთან ერთად გამართავს.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

 

სხვა ვიდეოები