შეხვედრა მოსახლეობასთან

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე ფურტიოს, ბუთურაულის, მჭედლურის მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. „ჩვენი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო განვითარება და თქვენამდე ყველა იმ პროექტის მოტანა, რომელიც სამინისტრომ შეიმუშავა. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში და მჯერა, ერთმანეთის გვერდით დგომით ჩვენ აუცილებლად გვექნება ძლიერი სოფელი, რაც ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია“-განახადა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა.

ფრიდონ ფუტკარაძემ მოსახლეობას აქტიურობისა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა:- „ჩემი თხოვნაა, იყავით აქტიურები, მწვავედ დააყენეთ და ჩვენამდე მოიტანეთ თქვენი პრობლემები და გპირდებით, მე და ჩემი გუნდი არ დავიშურებთ ჩვენს რესურსს, დროსა და ენერგიას“. სამივე სოფელში მხარდამჭერები მრავალრიცხოვნობით გამოირჩეოდნენ. ,წარმატებები ფრიდონ ფუტკარაძეს და მმართველ გუნდს! მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანები იქნებიან სამომავლოდ სათავეებში.იზრუნებენ ხალხზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე.“ გურამ მიქელაძე სოფელი მჭედლური.

წყარო:” ფრიდონ ფუტკარაძის მხარდამჭერები

სხვა ვიდეოები