შეხვედრა პროგრამა “ENPARD III”-ის ფარგლებში

ხულოში ENPARD III (სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში) პროგრამის მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობების, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამაგის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს შორის. შეხვედრაზე სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს მოკლე ინფორმაცია ENPARD III-ის შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რა დროსაც გამოიკვეთა ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, არსებული პრობლემები და მათი ერთობლივად გადაჭრის გზები დაისახა. შეხვედრას გამგებლის პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე ესწრებოდნენ.

სხვა ვიდეოები