შეხვედრა ქვემო სილეზიის მარშალთან და სეიმის დეპუტატებთან

აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ქვემო სილეზიაში ვიზიტის ფარგლებში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს წევრებთან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ქვემო სილეზიის მარშალს, ცეზარი ფშიბილსკის შეხვდა.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო სილეზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 2015 წელს მოეწერა და დღემდე რეგიონებს შორის თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს.

შეხვედრაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პოლონეთის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტების გაფართოების მნიშვნელობასა და თანამშრომლობის შედეგებით მიღწეულ წარმატებებს სხვადასხვა დარგში.

წყარო:”აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო”

სხვა ვიდეოები