შეკვეთილში რკინიგზის სადგური აშენდება

კურორტ შეკვეთილში, თბილისი-ბათუმის სარკინიგზო ავტომაგისტრალზე, ნატანების სარკინიგზო სადგურსა და წვერმაღალის სარკინიგზო გაჩერებას შორის, „შავი ზღვის არენას“ საკონცერტო დარბაზთან, რკინიგზის სადგურის მშენებლობა დასრულდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

აშენდა თანამედროვე დიზაინის რკინიგზის სადგური, რომლითაც „შავი ზღვის არენაზე” გამართულ კონცერტებზე დასწრების მსურველებიც ისარგებლებენ.

ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე მოადგილეებთან და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

უახლოეს მომავალში შეკვეთილის რკინიგზის სადგურთან მწვანე ნარგავები დაირგვება.

იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები