შემოდგომის ბოლო ცხელი დღეები 24-25 ოქტომბერი იქნება

საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ ნაწილზე უფრო ინტენსიურად გავრცელდება თბილი ჰაერის მასები, რის გამოც 24 და 25 ოქტომბერს, სანაპირო ზოლსა და დასავლეთის დაბლობში ტემპერატურა +26, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება +21, +23 გრადუსი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები