“შემოდგომის ზეიმი” დაბა ხულოს საბავშვო ბაგა-ბაღში

დაბა ხულოს საბავშვო ბაგა-ბაღში ღონისძიება სახელწოდებით „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა. ბაღის აღსაზრდელებმა ლექსები, სიმღერები და ცეკვები წარმოადგინეს. მოგვიანებით ღონისძიებამ საბავშვო ბაღის ეზოში გადაინაცვლა, სადაც აღსაზრდელებმა ხილი და ტკბილეული დააგემოვნეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს დღევანდელი დღე პატარებსა და პედაგოგებს და წარმატებები უსურვეს.
მსგავსი ღონისძიებები მუნიციპალიტეტის სხვა საბავშვო ბაღებშიც მიმდინარეობს.

წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები