შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი ხულოში, შუახევსა და ქედაში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოძრავი სერვისცენტრები გადამხდელებს ხულოში, შუახევსა და ქედაში ადგილზე მოემსახურება.

მომსახურების გაწევის ადგილი და დრო:

  • ხულო – 6.11.2017, გამგეობის შენობის წინ; 10:00-17:00 სთ;
  • შუახევი – 7.11.2017, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია; 10:00-17:00 სთ;
  • ქედა – 8.11.2017 დაბა ქედა, ცენტრში; 10:00-17:00 სთ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR, გადასახადის გადამხდელებს პერიოდულად, იმ რეგიონებში ემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები