”შენი გულისთვის – შენი უსაფრთხოებისთბის” – ფლეშ – მობი

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალურ კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ აგრძელებს. დღეს  ბათუმში,  ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ „ზებრა“-გადასასვლელთან დაიდგა ფორტეპიანო, წარწერებით „ისარგებლე „ზებრა“-გადასასვლელით“ და „გზა დაუთმე ქვეითს“. ფლეშმობის ფარგლებში ნებისმიერ გამვლელს შეეძლო ფორტეპიანოზე დაკვრა და ამ ფორმით კამპანიაში ჩართვა.

აქცია – პერფორმანსის მიზანი იყო მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, რომ ქვეითებმა ისარგებლონ „ზებრა“-გადასასვლელით, მძღოლებმა  კი მათ  გზა დაუთმონ.

‘აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები