შესაძლებელია თუ არა საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთა კირნათში?

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახმედ ჩატაევმა და მისმა თანამზრახველებმა საქართველოში შემოსვლა კირნათი – მარადიდის მწვანე ზოლიდან შეძლეს, ამაში კი მათ პანკისის ხეობასა და თბილისში დაკავებულები ეხმარებოდნენ. საქართველოს თურქეთთან აჭარაში ერთადერთი ოფიციალური გამშვები პუნქტი აქვს, ეს სარფია, ორი კი მაჭახლის ხეობაშია, ამ შემთხვევაში საუბარი არაა გამშვებ პუნქტზე. კირნათი – მარადიდში საზღვარს მესაზღვრეები იცავენ და საგუშაგოებია მოწყობილი, ასევეა ხერთვისში.

ოფიციალური ნებართვით მკაცრი ზამთრის შემთხვევაში, ხერთვისის საზღვარს კვეთენ მოქალაქეები თურქეთის მხრიდან, რომლებიც დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებენ დაბლობში დაბრუნებას, რაც შეეხება კირნათს – აქ მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ კონტროლი საკმაოდ მკაცრია, ფიქრობენ, რომ დახმარების გარეშე საზღვრის გადმოკვეთას ვერავინ შეძლებდა.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები