შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის კლუბი ახალგაზრდებს შეხვდა

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ღონისძიების -ახალგაზრული კლუბების მხარდაჭერის ფარგლებში,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის კლუბმა თავისი მორიგი ღონისძიება გამართა.

⭕️ღონისძიება ითვალისწინებდა აჭარის მუნიციპალიტეტებში(ხულოსა და შუახევში) საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებსა და შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ გამოცემული ალმანახის პრეზენტაციის მოწყობას იქ მცხოვრები ახალგაზრდებისათვის.

⭕️ღონისძიებას ესწრებოდა დეპარტამენტის წარმომადგენელი მარიამ სალუქვაძე.

ახალგაზრდებთან შეხვედრები და ალმანახის პრეზენტაცია მომავალ კვირაშიც გაგრძელდება და აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და ბათუმშიც გაიმართება.

წყარო:”აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი

სხვა ვიდეოები