შეზღუდვები ელექტრომომარაგებაში

ხვალ, 11-დან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩას, თამარის დასახლებასა და სალიბაურს; 10-დან 18 საათამდე კი ყოროლისთავს, ორთაბათუმსა და აგარას.

10 საათიდან 18 საათამდე ელექტრო ენერგია შეუწყდება ხელვჩაურში ახალშენისა და ახლისოფელის აბონენტებს.იგივე პერიოდში ქობულეთში ალამბარს, ზენითსა და სოფელ ქობულეთს.

მაღალმთიან აჭარაში დილის 5-დან 8 საათამდე შუქის მიწოდება შეუწყდება კურორტ ბეშუმს, 10-დან 18 საათამდე კი გულებს, დაბა ქედის ნაწილს, დანდალოს, ცხმორისს, შუბანს, ოლადაურს, ჭვანას, ნაღვარევსა და წაბლანას.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები