შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია ქედაში

ქედაში, სოფელ მეძიბნა-აგარის მიმართულებით ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემაც. სამუშაოებისთვის აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სამსახურის მართვის დეპარტამენტი, 112 ათას ლარს დახარჯავს.

სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება. ბეტონის საფარი ქედაში, წელს, 23 მიმართულებით მიმდინარეობს, რისთვისაც დეპარტამენტმა 880 ათას ლარს დახარჯავს.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები