შმაგი ბოლქვაძე: ჩემი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს გამარჯვება იქნება!

ხულოელი სპორტსმენი შმაგი ბოლქვაძე  71 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

შმაგი ”აიპრესთან” ხვალინდელი შეჯიბრის ემოციებზე საუბრობს. როგორც თვითონ გვიყვება, ამ ეტაპამდე მოსასვლელად დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო. შეჯირში გამარჯვება კი მხოლოდ მისი კი არა, მთელი საქართველოს გამარჯვება იქნება. „ძალიან დიდი შრომაა საჭირო ამ ეტაპამდე მოსასვლელად ამ შეჯიბრზე გამარჯვება კი მხოლოდ ჩემთვის გამარჯვება არიქნება, სრულიად საქართველოს და ჩემს ირგვლივ მყოფების გამარჯვება იქნება“ განაცხადა შმაგი ბოლქვაძემ.

23წლის ფალავანმა ბევრ წარმატებასა და სიხარულთან ერთდ დიდი ტკივილიც გამოიარა, მას მამა ორი წლის წინ ტრაგიკულად დაეღუპა, ბოლო გამარჯვება სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნა. აღასნიშნავია, რომ მან არამარტო საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც არერთი წარმატება მოიპოვა:

2009 წელს შმაგი ევროპის მეორე პრიზიორი გახდა ჭაბუკებში.

2011 წელს ევროპის მესამე პრიზიორი ჭაბუკებში,

2013 წელს მსოფლიოს მეორე პრიზირი ახალგაზრდებში,

2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში,

2015 წელს ევროპის მესამე პრიზიორი ახალგაზრდებში,

2016 წელს ევროპის მესამე პრიზიორი დიდებში,

2016 წელს ოლიმპიური პრიზიორი დიდებში,

შმაგი დღეს პარიზში გამართულ მსოფლი ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები