შპს “სანდასუფთავების” 600-ზე მეტმა თანამშრომელმა ტრენინგი გაიარა

შპს ,,სანდასუფთავების“ თანამშრომლებმა, დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ დაგეგმილი ტრენინგები გაიარეს.
ტრენინგის მთავარ საკითხებს კომუნიკაციის უნარები და კონფლიქტების მართვა წარმოადგენდა.
მონაწილეებს, დღეს, საზეიმოდ, სერტიფიკატები ბათუმის მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ, დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტების მართვის მენეჯერმა ტიტე აროშიძემ და სანდასუფთავების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნარგიზ ფალავანდიშვილმა გადასცეს.
აღნიშნული ტრენინგები პროექტ „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგები ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა და მასში სანდასუფთავების სამსახურის 600-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები