შსს: გზის მონაკვეთები მოძრაობის განტვირთვის მიზნით იკეტება

რამდენიმე წუთია ბათუმში შემოსასვლელი მაგისტრალი ბარცხანის ხიდთან ცალმხრივად ჩაკეტილია. ავტომანქანების მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

ბათუმის ცენტრალურ ნაწილში შემომსვლელი ავტომანქანები მოძრაობას თამარ მეფის გამზირიდან გადასასვლელი ხიდით გოგოლის ქუჩაზე აგრძელებენ [აქედან ავტომანქანები ქალაქის ცენტრში მაიაკოვსკისა და ერისთავი-ბაგრატიონის ქუჩებით გადიან].

შეზღუდვა არ ეხება და თავისუფლად გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე პერიოდული შეზღუდვა ქალაქის ცენტრში მოძრაობის განტვირთვას ემსახურება: „აღნიშნულ შემთხვევაშიც გზაზე შეზღუდვა 20-30 წუთი გაგრძელდება. შემდეგ შესაძლოა ამ მიმართულებით გაიხსნას გზა და მეორე მიმართულებაზე შეიზღუდოს.“
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები