შსს: საპოლიციო კონტროლის შედეგად დაკავებულია 127 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომოლებმა საპოლიციო კონტროლის შედეგად 127 პირი დააკავეს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ამოღებულია 1 კგ-ზე მეტი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

“დღეს, დილის 06:00 საათზე დასრულდა საპოლიციო კონტროლი, რომლის მიზანი იყო დანაშაულის პრევენცია და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებისა და საპოლიციო კონტროლს შედეგად, სულ დაკავებულია 127 პირი, მათ შორის არიან სისხლის სამართლის დანაშაულის კოდექსით გათვალისწინებული 45 პირი, მათ შორის არის ცეცხლსასრლი იარაღის კანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირები. გატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 5 პირი. ცივი იარაღის ტარებისთვის გამოვლინდა 96 პირი. ამოღებულია 1 კგ-ზე მეტი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები”,-აცხადებენ შსს-ში.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები