„შუახევიჰესი“ გვირაბის ჩამოშლის შემდეგ

აგვისტოში „შუახევიჰესის“ სამი გვირაბიდან ერთ-ერთი ჩამოიშალა. სამი თვის შემდეგ ჰესის მფლობელ კომპანიაში, „აჭარისწყალ ჯორჯიაში“ თქვეს, რომ მეწყრული პროცესებით აქტიურ მაღალმთიანეთში, სავარაუდოდ, გვირაბის ჩამოშლა „არამყარმა ქანებმა“ განაპირობა და საქმე გვაქვს „გაუთვალისწინებელ გეოლოგიურ პროცესთან“.

გვირაბი ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან ჩამოიშალა, წყალსაცავთან ახლოს, რომელიც წყლისგან ახლა სრულიად დაცლილია. ამ ადგილას მოსახლეობა სამი წლის წინ საპროტესტო აქციებს მართავდა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მაშინ ექსპერტებმაც ღიად თქვეს, რომ ჰესი შესაბამისი გეოლოგიური დასკვნების გარეშე შენდებოდა და საფრთხეს არაფერი გამორიცხავდა. ჰესის მშენებელი კომპანია კი ახლაც ირწმუნება, რომ დასკვნები არსებობდა. მოსახლეობის ეს საპროტესტო აქცია სამართალდამცველებმა დაშალეს. ჩახშობილი პროტესტის შემდეგ აშენებული გვირაბი ჩამოიშალა, როგორც კი შიგ ჰესის ექსპლუატაციის სატესტო რეჟიმის დროს წყალი გაუშვეს.

„შუახევიჰესი“ არ არის პირველი ჰიდროელექტროსადგური, სადაც გვირაბი ჩამოიშალა. სხვადასხვა ფორმით ჰესებზე რამდენიმე გვირაბი დაზიანდა. რატომ იშლება ახალაშენებული ჰესები? – პასუხი არ აქვს არც ერთ სამთავრობო უწყებას. მ

თავრობა მხოლოდ ზარალს ითვლის და ჰესების მშენებელი კომპანიების ნაცვლად, დიდი თუ მცირე მასშტაბის ზარალის ანაზღაურებას ცდილობს.

წყარო:გაზეთი”ბათუმელეი”

სხვა ვიდეოები