შუახევის 82-ე საოლქო საარჩევნო კომისია, 2017 თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადაა

შუახევის 82-ე საოლქო საარჩევნო კომისია, 2017 თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადაა. როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დათა ზოიძე ‘აიპრესთნ” აცხადებს, დღეს მიმდინარეობს უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების და სხვადასვა მასალების გადაცემა.

მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი სრულ მზადყოფნაშია ხვალინდელი არჩევნების ჩასატარებლად.

შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 15 010  ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც 578 გადასატანი ყუთს საჭიროებს. შუახევში სულ 49 საარჩევნო უბანია.

წყარო:”ipress.ge’

სხვა ვიდეოები