შუახევის ანსამბლი პოლონეთის ფესტივალზე საქართველოს სახელით წარსდგა

შუახევის ანსამბლი პოლონეთის რესპუბლიკაში, ბაიასკო-ბიალას რეგიონში რიგით 54- საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე „მთიელი ბესკიდები“ საქართველოს სახელით წარსდგა. ფესტივალში სულ 19 ქვეყანა მონაწილეობდა.

ანსამბლი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში კვირის განმავლობაში მაყურებლის წინაშე თორმეტჯერ წარსდგა. ანსამბლს გრანპრის მოსაპოვებლად ერთი ქულა დააკლდა, თუმცა საუკეთესო ხუთეულთა სიაში პირველი ადგილი მოიპოვა. ამის შესახებ „აიპრესს“ შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორმა მაკა მაკარაძემ განუცხადა.  მაკარაძის ინფორმაციით საკონკურსო ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე შუახევის ანსამბლმა მაყურებელს აჭარული ტრადიციული ქორწილი წარუდგინა თავისი საქორწინო ატრიბუტითა და ტრადიციებით.

„პოლონეთში გვეუბნებოდენ, რომ ძალიან იშვიათად, რომ  ჩვენი მაყურებელი ფეხზე წამოდგეს და ტაში ისე დაუკრას, თუმცა ანსამბლ „შუახევის“ წარმოდგენას ყველა ძალიან დიდი ოვაციებთ ხვდებოდა, თითქმის ყველა კონცერტი ჩვენი წარმოდგენით სრულდებოდა, რადგან ყველა ჩვენს გამოსვლას ელოდებოდა. ფესტივალის გრამპლი ხორვატიამ მოიპოვა თუმცა ჟიურის წევრებმა გვითხრეს, რომ ერთმა ხმამ გადაწონა მათ სასარგებლოდ თუმცა გრანპრის შემდგომ საუკეთესო ხუთეულთა სიაში პირველი ადგილი ავიღეთ“, განაცხადა „აოპრესთან“ შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორმა მაკა მაკარაძემ.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები