შუახევის გამგებლის ტარიელ ებრალიძის განცხადებით დაზარალებულ ოჯახს დახმარება ადგილობრივი სარეზერვო ფონდიდან გაეწევა

გოგინაურში ნუგზარ გოგიტიძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა

შუახევის მუნიციპალიტეტის დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოგინაურში ნუგზარ გოგიტიძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ორ სართულიან ხის შენობა-ნაგებობას ხანძარი საღამოს საათებში გაუჩნდა.სახლთან ერთად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთებიც.ხანძრის ვოკალიზება შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა შეძლეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მუშაობის შედეგად გადარჩა ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე მამუკა გოგიტიძის საცხოვრებელი სახლი.სახლში ორი წევრი ცხოვრობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
დაზარალებულები ამ დროისათვის თავს ნათესავებს აფარებენ. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. შუახევის გამგებლის ტარიელ ებრალიძის განცხადებით დაზარალებულ ოჯახს დახმარება ადგილობრივი სარეზერვო ფონდიდან გაეწევა.
გასულ წელს ნუგზარ გოგიტიძის ოჯახს ბოსელი დაეწვა. ოჯახმა ფულადი დახმარება მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან მიიღო.

“შუახევის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები