შუახევის გამგეობაში 98 თანამშრომლიდან 20 ქალია, 24 წევრიან საკრებულში 1

აჭარაში 5 მუნიციპალიტეტიდან შუახევი ერთადერთია, სადაც გამგებლის მოადგილე ქალია, თუმცა გენდერული დისბალანსი სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად აქაც შეინიშნება.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 98 თანამშრომელია, საიდანაც მხოლოდ 20 ქალია. ქალ თანამშრომელთა უმრავლესობა გამგეობაში ძირითადად თანაშემწეებისა და საქმის მწარმოებლის პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება საკრებულოს 24 წევრიდან ქალი მხოლოდ ერთია. ამის შესახებ “აიპრესს” მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს.

შუახევის გამგეობაში სულ 9 სამსახურია. აქედან არცერთი სამსახურის უფროსი არაა ქალი.

8 განყოფილებიდან 4 განყოფილების უფროსის პოზიციას ქალები იკავებენ.

6 აიპიდან კი 2 ქალია ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

გენდერული დისბალანსია გამგებლის წარმომადგენლებში, შუახევის გამგეობაში მხოლოდ ერთი ქალია გამგებლის წამომადგენელი.
შუახევში 43 საჯარო სკოლიდან 10 საჯარო სკოლის დირექტორი ქალია.

მუნიციპალიტეტის გამგებელი აიპრესთან განმარტავს, რომ მანდილოსნების რაოდენობა და როლი გამგეობაში მნიშვნელოვანია. მისივე თქმით საჯარო სამსახურებში ქალის ჩართულობა მნიშვნელოვანია რადგან მანდილოსანს უფრო მეტად შეუძლია სიტუაციის დარეგურირება და სტაბილიზაცია. ტარიელ ებრალიძე ქალებს უფრო მეტად აქტიურობისაკენ მოუწოდებს.

„კონკურსების პერიოდში მე ვიყავი კომისიის თავმჯდომარე და როდესაც თანამშრომლის აყვანა ხდება კონკურსის წესით ძალიან ბევრი ახალგაზრდა მანდილოსანი მოვიდა ჩვენთან სამსახურში. მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ქალის ჩართულობა იმიტომ რომ ხშირად გაბრაზებულ და აფექტურ მდგომარეოაბში მყოფი მამაკაცი გადაწყვეტილებას ვერ ღებულობენ ისე როგორც საჭიროა, მანდილოსანს კი სტაბილიზაცია და დარეგულირება უკეთესად შეუძლია. ასე რომ ქალების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკაში მივსალმები და მხარს ვუჭერ ამ პოზიციას.

შეიძლება მეტ ნაკლები პრობლემა თვითონ ქალბატონებშიც იყოს რადგან თვითონ უნდა იაქტიურონ ალბათ, უფრო მეტად უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე რადგან მეტად მოხდეს ადაფტაცია.

მე არასდროს მიმინიჭებია უპირატესობა ხელმძღვანელ თანამდედობაზე დანიშვნისას მამაკაცისთვის, ჩვენ ვინც აღმოვაჩინეთ ქალბატონები ისინი კი დავნიშნეთ ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ასე რე უფრო მეტად მოვუწოდებ აქტიურობისკენ, უფრო მეტად გააქტიურდენ და ჩაერთონ პოლიტიკაში, ჩაერთონ თემის მართვაში, საჯარო სამსახურში აღმასრულებელ სამსახურებში და როცა ჩვენ დავინახავთ მათ და გვექნება შესაძლებლობა ბუნებრივია გავუწევთ ანგარიშს.“ განაცხადა შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ.

“i

სხვა ვიდეოები