შუახევის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

შუახევში სოფელ ფურტიოს მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივები თქმით ზაფხულში, ტემპერატურის მატებასთან ერთად წყლის რაოდენობა მცირდება.

მსგავსი პრობლემები აქვთ სოფლების – ბუთურაულისა და ნენიის მოსახლეობასაც. ისინი ამბობენ, რომ სასმელი წყლის პრობლემა სოფელში 20 წელია არსებობს. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ წყალსადენის მშენებლობა, მეორე წელია მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის 5 მილიონი ლარი იხარჯება. პროექტი რამდენიმე თვეში დასრულდება და წყლით სამივე სოფლის 800-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.
“აჭარის ტელევიზია’

სხვა ვიდეოები