შუახევის მუნიციპალიტეტი საახალწლოდ 9 ათას ლარს დახარჯავს

შუახევის მუნიციპალიტეტი საახალწლოდ 9 ათას ლარს დახარჯავს,- ამის შესახებ „აიპრესს“ შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, რუსუდან შავაძემ განუცხადა. მისივე თქმით, შუახევში საახალწლოდ ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ წარმატებულ სტუდენტებს, ასევე დასაჩუქრდებიან წარმატებული სპორტსმენებიც.

რუსუდან შავაძის ინფორმაციით, საახალწლო ნობათი გადაეცემათ მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც, თითო თემში სამ ოჯახს.

შუახევის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები .25 დეკემბერს დაიწყება და 7 – იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ღონისძიებები, როგორც დაბა შუახევში, ასევე მუნიციპალიტეტის თემების სასოფლო კლუბებშიც გაიმართება.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები