შუახევის მუნიციპალიტეტი უკიდურესად გაჭირვებულ 11 ოჯახს სახლს შეუსყიდის

„უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამის“ საკითხთა კომისიის სხდომა. სხდომას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე. სულ განიხილეს 41 მოქალაქის განცხადება. კომისიის წევრებმა ადგილზე მისვლით შესწავლეს აღნიშნული ოჯახების მდგომარეობა, რაზეც წყალსაყრის, შუბნის, ოლადაურის, ბარათაულის, დღვანის, უჩამბის, შუახევის და ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეირჩა ოჯახები, რომლებიც ისარგებლებენ აღნიშნული პროგრამით, ხოლო ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კომისიის გადაწყვეტილებით მოხდება განმეორებითი შესწავლა. „უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამა“ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ფარგლებში 11 ოჯახზე საცხოვრებელი სახლის შესყიდვას. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 119 000 ლარს.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები