შუახევის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში შუახევის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო.
მუნიციპალიტეტის 2018 წლის საწყისი ბიუჯეტი 7 314 000 ლარია. აქედან ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 2 925 300 ლარი, ხოლო განათლების, კულტურის და სპორტის მიმართულებით 1 571 000 ლარია გათვალისწინებული. ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე 561 000 ლარი დაიხარჯება.100 000 ლარია გათვალისწინებული „უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის” პროგრამაზე.
,, დღეს მოეწყო 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარება და სოციალური პროგრამები. ბიუჯეტის საჯარო განხილვას ვგეგმავთ ასევე სოფლებში და ვცდილობთ, ყველა ის წინადადებები, სურვილები თუ პრობლემები , რაც წინა საარჩევნოდ მოსახლეობამ დააყენა შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ ბიუჯეტში“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები