შუახევის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი: ძალიან მინდოდა შუახევში წვენების ქარხანა ყოფილიყო

შუახევის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი გამგებელი „აიპრესთან“ მისი მოღვაწეობის პერიოდს აფასებს. ტარიელ ებრალიძის თქმით პრობლემები ყველთვის იყო და იქნება მთაში, მუნიციპალიტეტში, თუმცა მისივე თქმით, ის პროლემები რაც იყო პრიორიტეტი და რასაც ის მოსახლეობას შეჰპირდა- მოაგვარა.

ტარილ ებრალიძის განცხადებით, მთავარი ყურადღება წყალმომარაგებით უზრუნველყოფას, გზებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა რეაბილიტაციას დაუთმო.

შუახევის ყოფილი გამგებელი იმ პროექტებზეც საუბრობს, რომლის გაკეთებაც მისი გამგებლობის დროს ვერ მოასწრო, თუმცა იმედს იტოვებს, რომ ახლადარჩეული მერი ამ სამუშაოებსაც შეასრულებს.

„წილად მერგო პატივი მმართველ პარტიას 2013 წელს გაეკეთებინა ჩემზე არჩევანი, ვიყავი 10 თვე შუახევის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო ამის შემდეგ უკვე მეორედ გამომიცხადა მმართველმა პარტიამ ნდობა და ვიყარე კენჭი ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლის პოსტზე და პირველივე ტურში მოვიპოვე გამარჯვება. ეს იყო დიდი მხარდაჭერის და ჩემი მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი პასუხისმგებლობისა და გვერდში დგომის იმედი. და ამის შემდეგ ბუნებრივია ბევრი რამ გაკეთდა შუახევში, პრობლემები ყოველთვის ბევრი იყო და იქნება მთაში, მუნიციპალიტეტის ამა თუ იმ სოფელში, თუმცა ჩვენ ის პრობლემები, რაც იყო პრიორიტეტი და რაც ჩვენ მოსახლეობას შევპირდით ამაზე გვქონდა აქცენტი გაკეთებული. ეს არის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, დაწყებული დაბიდან რიგ სოფლებში. 5 მილიონ ნახევრიანი ყველაზე მძლავრი პროექტი რომლის 20-30%-ია დარჩენილი და იმედი მაქვს რომ ესეც დასრულდება.

სწორედ ჩემი გამგებობის პერიოდში გაკეთდა პროექტი ნიგაზეული-ჩანჩხალოს წყალმომარაგებაზე, ტენდერში გამარჯვებულიც უკვე ცნობილია. ასე რომ ის პრობლემები, რაც არსებობდა და პრეტენზიები, რომელიც მოსახლეობს ქონდა გვირაბის მშენებლობათან დაკავშირებით, თუ გვალვების პერიოდში რომ გაქრა სასმელი წყლები, ახლა თამამად შემიძლა ვთქვა, რომ დაიწყება სამუშაოები და ნიგაზეული-ჩანჩხალოს მოსახლეობას ექნება წყალი.

როცა გამგებლად მოვედი, გზებთან დაკავირებით შუახევში მხოლოდ ბათუმი ახალციხის დამაკავშირებელი მაგისტრალი იყო მოასფალტებული. ჩვენ დავიწყეთ არაერთი მიმართულებით ბეტონის საფარის დაგება, წელსაც კი ამ მიმართულებით გზების მოწესრიგებისათვის 950 000 ლარი დავხარჯეთ.

მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომრისა და კომისიის გადაწყვეტიებით გამომეყო 2 მილინ 55 ათასი ლარი რომელიც სამ დიდ ღონისძიებას მოხმარდა :

1)შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

2)ნიგაზეული-ჩანხალოს წყალსადენი მილიონ ნახევარი ლარით ფინანსდება წელს.

3)ბესელაშვილები-კლდისუბის გაკიდული ხიდის ნაცვლად კაკეთდება თანამედროვე საავტომობლო ხიდი.

საგანმანათლებლო დაწესებულების კუთხით სრულიად გაუმართავი ინფრასტრუქტურა იყო, თუმცა ჩვნ შევძელით და განათლების სამინისტროს დახმარებით, მათი მშენებლობა- რეაბილიტაცია მოვახდინეთ.“- განაცხადა შუახევის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ.

ტარიელ ებრალიძე გულდაწყვეტით საუბროს იმ პრობლემებზე, რისი მოგვარებაც ვერ მოასწრო და იმედს იტოვებს, რომ ახალი მერი ამასაც მოაგვარებს.

„რაზე მწყდება გული, ძალიან მინდოდა ჩემს მუნიციპალიტეტში ყოფილიყო წვენების ქარხანა, ამაზე შეთანხმებასაც გვქონდა მიღწეული, თუმცა საბოლოოდ არ გამოვიდა მაინც, მინდოდა დაბის კეთილმოწყობა, მინდოდა ახალი კულტურის ცენტრის მშენებლობა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგებით უზრუნველყოფა და სხვა სოციალური პრიგრამები იყო, ამიტომაც თანხები კულტურისთვის ვეღარ გამოვყავით.“- განაცხადა ებრალიძემ.

ტარიელ ებრალიძემ უკვე მოქმედ მერზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მასზე უკეთესად იცნობს მაღალმთია აჭარას და ბევრი კარგი საქმე გაკეთდება მისი მერობის დროს.

“მე მადლობა მინდა ვუთხრა გუნდს, რომ შეარჩია ისეთი კანიდატი როგორიც ფრიდონ ფუტკარაძეა. მას თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში უმუშავია სხვადასხვა თანამდებობებზე. ჩემზე უკეთ იცნობს შუახევს, მაღალმთიან აჭარას და დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესად გააგრძელებს იმ ღონისძიებებს რაც იყო დაწყებული, შემგომი ოთხი წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ის აღმასვლა და აღმშენებლობა ჩემს მუნიციპალიტეტში კვლავ გაგრძელდბა“-განაცხადა “აიპრესთან” ტარიელ ებრალიძე.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები