შუახევის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა ფიქსირდება

ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა შუახევის მუნიციპალიტეტშიც. 12 საათის მონაცემებით შუახევში სულ 3 ათას 290 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 21, 92% შეადგენს.

გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 160 ამომრჩევლით ნაკლები გამოცხადდა შუახევის მუნიციპალიტეტში.

რაც შეეხება ქედას, 12 საათის მონაცემებით 3 ათას 539 ამომრჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი, რაც პროცენტულად 22,6-ს შედაგენს. როგორც ქედის საოლქო საარჩევნო კომისიაში ”აიპრესს” განუცხადეს, აქაც შედარებით დაბალია ამომრჩეველთა აქტივობა.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები