შუახევის მუნიციპალიტეტში ხმა 9 192 ამომრჩეველმა დააფიქსირა

მთელი დღის განმავლობაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი შუახევის მუნიციპალიტეტში სადაც საერთო ჯამში 9 182 ამომრჩეველი გამოცხადდა. რაც პროცენტულად 61,24-ს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” შუახევის 82-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მიაწოდა. მათივე ინფორმაციით შუახევში სულ 4 357 ქალი და 4 835 მამაკაცმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით მუნიციპალიტეტის ყველა უბანი ზუსტად რვა საათზე დაიკეტა, ამ ეტაპზე კი ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები