შუახევის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნებზე 49 საარჩევნო უბანი გაიხსნება

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის 82-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 49 საარჩევნო უბანი გაიხსნება, – ამის შესახებ “აიპრესს” შუახევის 82 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დათა ზოიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, 15 ივლისის მონაცემებით 15 005  ამომრჩეველია რეგისტრირებული. 49 უბნიდან მხოლოდ სამი უბანია ადაპტირებული. აქედან 9 მაჟორიტარული ოლქია და 15 პროპორციული წესით არჩეული წარმომადგენლობით ორგანოში.

“შუახევის 82 საოლქო საარჩევნო კომისიაში 15 ივლისის მონაცემებით 15 005 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტში სულ 49 უბანი გაიხსნება, აქედან მხოლოდ 3 გააჩნია პანდუსი. სულ 9 მაჟორიტარული ოლქია და 15 პროპორციული წესით არჩეული წარმომადგენლობით ორგანოში,”- აღნიშნა ზოიძემ.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები