შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიაში „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელზე იმსჯელებენ

რამდენიმე საათში შუახევში, სოფელ სხეფში 15 სექტემბერს მომხდარ შემთხვევას განიხილავენ. საჯარო სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში  ფოტო განათავსა. ფოტოზე მოსწავლეები მერხთან სხედან, ხელში კი „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ.

ფაქტთან დაკავშირებით  „სამართლიანმა არჩევნებმა“ სარჩელი მოამზადა, რაზეც შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს იმსჯელებენ. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ სასწავლო დაწესებულების მხრიდან საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი” დაირღვა.

მარინა დარჩიძის საკითხზე სკოლის დისციპლინურმა კომისიამ უკვე იმსჯელა და მასწავლებელს საყვედური გამოუცხადა.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები