შუახევში 2018 წლის ბიუჯეტის 50% ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს მოხმარდება

შუახევის 2018 წლის საწყისი ბიუჯეტი 8 814 418 ლარს შეადგენს. ამას ემატება ის დაუსრულებელი ღონისძიებები რომელიც ინფრასტრუქტურის სამსახურმა წარადგინა და 743 213 ლარი დაემატა, რაც საერთო ჯამში შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 9 557 631 ლარს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ შუახევის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ მიაწოდა. მისივე ინფორმაციით თანხის 50% ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს მოხმარდება.

ანზორ ცეცხლაძის ინფორმაციით 2018 წლის ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი პროექტი ორი სოფლის ჩანჩხალო -ნიგაზეულის წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობაა, რომლითაც 500 მეტი აბონენტი ისარგებლებს , აღნიშნული პროექტი ორწლიანია მისი მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება. რომლისთვისაც მილიონ ნახევარი 2017 წელსდაიხარჯა ხოლო 2018 წლის ბიუჯეტიდან მილიონ 748 ათასი ლარია გამოყოფილი.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები